რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა! | კახა ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი გორში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

"მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა. სამაგიეროდ, რუსეთის პროპაგანდისტები, სიმონიანის თამადობით, აღფრთოვანებულები დარჩნენ, „ოცნების“ სახეები კი გამოცვივდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოდიშების ხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაა.

ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება. ეს ეხება არამარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში, დაწყებული 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებიდან, როცა აგენტმა კიტოვანმა რუსეთის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება და პირველი პრეზიდენტი დაამხო, გაგრძელებული ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტით და ოკუპაციით, რაც დღემდე გრძელდება. და აი ამ ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!

ქართველ ხალხს გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 1. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და სწორი გეოპოლიტიკური მომენტისთვის მზადება. 2. ამ სწორ მომენტეში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა. 3. შერიგება. 4. გაპარტახებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ხელახალი აშენება და წალკოტად ქცევა", - წერს ოქრიაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი