ნიგერიაში წყალდიდობამ ციხის კედლები ჩამოშალა, გაქცუელია 200-ზე მეტი პატიმარი

გამოქვეყნდა:

მინიმუმ 274 პატიმარი გაიქცა ნიგერიის ბორნოს შტატის ციხიდან ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, განაცხადა კვირას ნიგერიის შესაბამისმა უწყებამ. 

წყალმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების კედლები ჩამოშალა, მათ შორის საშუალო უსაფრთხოების საპატიმრო ცენტრის. სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სულ მცირე 281-მა პატიმარმა გაქცევა მოახერხა "უსაფრთხო და დაცულ დაწესებულებაში" გადაყვანისას და შვიდი მათგანი მოგვიანებით დააკავეს.

ნიგერიის გამასწორებელი სამსახურის სპიკერმა თქვა, რომ გაქცეული პატიმრების ვინაობა მათთვის ცნობილია და ძებნა გრძელდება.

ნიგერიაში რამდენიმე კვირის წყალდიდობის შედეგად 229 ადამიანი დაიღუპა და 386 000-ზე მეტს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. ჩრდილოეთ ნიგერია ყველაზე მეტად დაზარალდა წყალდიდობის შედეგად, ხოლო ბორნოს შტატი, სადაც ციხე მდებარეობდა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი