შანხაიში ტაიფუნი "ბებინკა" მძვინვარებს

გამოქვეყნდა:

ჩინეთში, შანხაიში ტაიფუნი "ბებინკა" მძვინვარებს. ციკლონის შუაგულში ქარის სიჩქარე საათში 151 კილომეტრს აღწევს. ბოლო 75 წლის განმავლობაში, ქალაქში ეს ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.  

ხელისუფლებამ 400 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა და დაკეტილია ავტობანები.

შანხაიმდე "ბებინკამ" იაპონიასა და ფილიპინებს გადაუარა, სადაც სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი