26 ოქტომბრის არჩევნები, "ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკა... | მიხაილ როთი ოპოზიციას შეხვდა

გამოქვეყნდა:

თბილისში საგანგებო ვიზიტით ჩამოსული მიხაილ როთი ოპოზიციას შეხვდა. აუდიენციას გერმანიის საელჩოში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ გერმანია ქართველი ხალხის მხარდამჭერად რჩება. მათივე თქმით, დახურულ კარს მიღმა გზავნილები იყო ძალიან ხისტი, მწვავე და მკაფიო. მათი თქმით, გერმანია ელოდება, რომ "ოცნება" შეწყვეტს ანტიდასავლური ნაბიჯების გადადგმას და უპირველეს ყოვლისა, რუსულ კანონს გააუქმებს.

"როთი არის ქართველი ხალხის გამორჩეული მეგობარი. მან თბილისს ევროპის დედაქალაქი დაარქვა მაშინ, როდესაც იყო აქციები. ისა არის ძალიან დიდი, აქტიური, მოქმედი მხარდამჭერი ჩვენი ევროპული დღის წესრიგის. დღეს ჩვენ, ოპოზიცია ვართ ვალდებული, ამაზე ქარტიით გვაქვს ხელი მოწერილი, რომ ევროპული დღის წესრიგი განახლდეს და არჩევნების შემდეგ, 27 ოქტომბრიდან დავიწყოთ ევროინტეგრაციის პროცესი", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს არასამთავრობოებთან ჰქონდა. "ოცნება" კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. მმართველმა პარტიამ გერმანელ პოლიტიკოსს შეხვედრაზე უარი უთხრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი