ოფიციალურად: აშშ-მა პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

აშშ-მა პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა - განცხადებას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსური სანქციები საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დაწესდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ კოკა მორგოშიას მიერ დაფუძნებული მედიაკომპანია "ალტ-ინფო" დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

"ზურაბ მახარაძე Alt-Info-სთან ასოცირებული პირია და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული ქართველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ ონლაინ რეჟიმში მარგინალიზებულ თემებზე ძალადობრივ თავდასხმებამდე და 2021 და 2023 წლებში ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობიას ხელმძღვანელობდა", - წერს უწყება.

ასევე, დასანქცირებულები არიან ძალოვანები ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მილერი ლაგაზაური.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი