რატომ იძალადა პოლიციამ ზურაბ აბაევზე და რატომ იყვნენ ისინი დაკავების დროს სამოქალაქო ფორმით | ხაბეიშვილის შეკითხვებს პოლიცია ვერ პასუხობს

გამოქვეყნდა:

რატომ იძალადა პოლიციამ ზურაბ აბაევზე და რატომ იყვნენ სამართალდამცავები ოპოზიციის წევრის დაკავების დროს სამოქალაქო ფორმით - ლევან ხაბეიშვილი ახსნა-განმარტებას პოლიციის განყოფილების უფროსისგან, რუსლან იოსელიანისგან ითხოვდა. “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მე-9 განყოფილებასთან მივიდა და თანაგუნდელის დაკავება გააპროტესტა. სამართალდამცავმა სრულყოფილი პასუხები ვერც ხაბეიშვილის და ვერც ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა. 

ზურაბ აბაევი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ნაძალადევის რაიონის საუბნო-საარჩევნო კომისიის წვერი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა. 

აბაევს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს. მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირება კი ფოტოების გადაღების გამო დაიწყო. დაპირისპირების შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აბაევი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი