ციმბირელმა ჟურნალისტმა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ციმბირელმა ჟურნალისტმა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, მარია პონომარენკომ, საპატიმროში შიმშილობა დაიწყო - ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის წაყენებული ახალი ბრალდება და ციხის ჩანაწერია, რომელიც ამბობს, რომ მას რამდენჯერმე გამოეცხადა საყვედური პენიტენციური დაწესებულების წესების დარღვევის გამო.

ტელეგრამის არხი, RusNews, სადაც პონომარენკო დაპატიმრებამდე, 2022 წელს მუშაობდა, წერს, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სასამართლოზე 16 სექტემბერს ნერვული კოლაფსი გამოავლინა, სადაც მას ციხის ორ ზედამხედველზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. პონომარენკო ამ ბრალდებას უარყოფს. 

შეგახსენებთ, რომ პონომარენკოს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაპროტესტების გამო, 2023 წლის თებერვალში ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი