"ოცნების" ხელისუფლების ლიდერები ისევ ოლიგარქის გამართლებას ცდილობენ | ოპოზიცია ივანიშვილის ღიად რუსულ ნაბიჯებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

მოქმედი ხელისუფლების ლიდერები ოლიგარქი ივანიშვილის გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე საუბრობენ და მის გამართლებას ცდილობენ. პარლამენტის თავმჯდომარეც და თბილისის მერიც ივანიშვილის გზავნილს უსიტყვოდ იზიარებენ.

ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს სიმართლე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს დოკუმენტურად აქვთ დადასტურებული. ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის აგრესიისას ქართული მხარე მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ცნობილია. ოლიგარქი კი, ოპოზიციის თქმით, ისტორიის გადაწერას ცდილობს და ღიად რუსული ნაბიჯებით, არაღიარების პოლიტიკას საფრთხის წინაშე აყენებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი