მიანმარში ტაიფუნ "იაგის" ებრძვიან | დაღუპულია 74 ადამიანი

გამოქვეყნდა:

მიანმარში, ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, მინიმუმ 74 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქია ტაიფუნმა "იაგიმ" გამოიწვია. ამის შესახებ სახელმწიფო მედია იტყობინება.

მიანმარის საინფორმაციო სააგენტოს (MNA) ცნობით, წყალდიდობამ სამოქალაქო ომით განადგურებულ ქვეყანაში 450-ზე მეტი სოფელი დააზიანა.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს 89 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. განადგურდა დაახლოებით 65 000 სახლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი