ტყის ხანძარი პორტუგალიაში | ქვეყანამ დახმარება ევროკავშირს სთხოვა

გამოქვეყნდა:

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია ოთხი სახლი, 20-ზე მეტი კი საფრთხის ზონაშია.

ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1 000-ზე მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ცდილობს. პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირსაც მიმართა. ოთხ სახანძრო ვერტმფრენს ქვეყანა ესპანეთისგან და საფრანგეთისგან მიიღებს.

პოლიციამ დახურა მთავარი მაგისტრალის მონაკვეთი ლისაბონსა და პორტოს შორის, რადგან კვამლმა ტერიტორია დაფარა. რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი