"მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავიკავე, რუსეთისთვის რაკეტები არ გადაგვიცია" | ირანის პრეზიდენტი სანქციებზე

გამოქვეყნდა:

"მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავიკავე, რუსეთისთვის რაკეტები არ გადაგვიცია", - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი საუბრობს. მის განცხადებას Reuters ავრცელებს. ირანის პრეზიდენტმა ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა.

„შესაძლოა, რაკეტების გადაცემა მოხდა ადრე, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავიკავე, მსგავსი მიწოდება რუსეთისთვის არ მომხდარა“, - ამბობს მასუდ ფეზეშკიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი