ლუკაშენკომ კიდევ 37 პოლიტპატიმარი შეიწყალა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტმა ალქესანდრე ლუკაშენკომ, "ექსტრემისტული" დანაშულისთვის დაკავებული კიდევ 37 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს. გათავისუფლებულებს შორის 6 ქალია, დანარჩენებზე ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ლუკაშენკოს მხრიდან ივლისის შემდეგ ეს შეწყალების უკვე მეოთხე შემთხვევაა. მისმა პრესსამსახურმა ამ ფაქტს "სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურობის კიდევ ერთი ჟესტი" უწოდა. მათი თქმით, ყველა შეწყალებულმა "მოინანია და პირობა დადო, რომ კანონმორჩილად იცხოვრებს".

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის Viasna-ს ცნობით, ბელორუსიაში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარია. მათ შორისაა ჯგუფის დამფუძნებელი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი და პოლონური გაზეთის ჟურნალისტი ანდჟეი პოცობუტი, რომლის გათავისუფლებას პოლონეთი ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი