"დავიჯერე, რომ "ოცნება", რაც მე მინდოდა, იმას აშენებდა და მივდიოდით ევროპის გზაზე... ეს არამხოლოდ იმედგაცრუებაა, არამედ შინაგანი ბრაზიც" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მე დავიწყე "ოცნებასთან" და ვიყავი ერთხელ დეპუტატი და ერთხელ დამოუკიდებელი კანდიდატი. მე დავიჯერე, რომ ისინი იმას აშენებდნენ რაც მე მინდოდა და მივდიოდით ევროპულ გზაზე, აჩქარებით კონსტიტუციაში ჩაწერეს, მერე გამოაცხადეს კანდიდატურა და უცებ აღმოვჩნდი აფსაიტში. ეს არამხოლოდ იმედგაცრუებაა, ეს არის შინაგანი ბრაზი ჩემს მიმართ, რომ რაღაცა ვერ დავინახე, რაღაცა ვერ გავიგე, რაღაცაში მომატყუეს, ხალხიც მოატყუეს და ქვეყანაც მოატყუეს",

- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, რა იყო მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება პოლიტიკაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი