აშშ-ში რუსეთის მოქალაქე დააკავეს სანქცირებული ელექტრონიკის ექსპორტის ბრალდებით

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ორშაბათს რუსეთის მოქალაქე დენის პოსტოვოი დააკავეს სანქცირებული ელექტრონიკის ექსპორტის ბრალდებით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 

"სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, პოსტოვოი სულ მცირე 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყიდულობდა და არალეგალურად ახორციელებდა მიკროელექტრონული კომპონენტების ექსპორტს შეერთებული შტატებიდან რუსეთში […] ეს ექსპორტირებული მიკროელექტრონიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას უპილოტო საფრენი აპარატებში ან დრონებში", - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზში.

დოკუმენტების მიხედვით, დაკავებულმა მიკროელექტრონული ტექნიკა გაგზავნა შვეიცარიისა და ჰონგ კონგის ფირმების მეშვეობით.

გამოძიების თანახმად, ის ფლობს სამ კომპანიას ჰონგ კონგში და "Вектор Групп-ს" რუსეთში.

პოსტოვოის საქმის პირველი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი