საქართველოში არ უშვებენ ჟურნალისტ არსენ ხარატიანს

გამოქვეყნდა:

ქართულ-სომხური მედიაგამოცემა "Aliq Media-ს" დამფუძნებელ, არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. მედია წერს, რომ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება შსს-ს წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ და არ აქვს სატელეფონო ზარის უფლება. 

არსებული ინფორმაციით, არსენ ხარატიანი 5 საათზე მეტია აეროპორტში იმყოფება.

გამოცემის ცნობით, მსგავსი შემთხვევა თითქმის ერთი კვირის წინაც მოხდა, როდესაც არსენ ხარატიანს, მიზეზის დაზუსტების გარეშე, არ უშვებდნენ საქართველოში, მაგრამ 2 საათის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი