"ოცნებამ" ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

83 მომხრე 0 წინააღმდეგი - "ოცნებამ" უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტის პლენარულ სესიაზე მის კანდიდატურას დღეს უყარეს კენჭი. 

 მარსაგიშვილი ვეტინგის მოწინააღმდეგეა და თვლის, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია: 

"ვფიქრობ, რომ ვეტინგი უფრო სხვა მიზნებს ისახავს და ეს კეთილსინდისიერების შემოწმება იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, არ არის. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს და კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული...ვინ უნდა შემამოწმოს მოდი ასე დავსვათ კითხვა, როცა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო. " თქვა მარსაგიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 12 სექტემბერს. 

აღსანიშნავია, რომ მარსაგიშვილი "ოცნებამ" უზენაესში წინასწარ გაამწესა და ის მუშაობას 2025 წლიდან შეუდგება, მას შემდეგ, რაც 10 წლიანი უფლებამოსილება ამოეწურება მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი