ძალიან საყურადღებოა და უნდა იმუშაოს ყველა მხარემ, ინდივიდუალურად ჩვენ ბიზნესმენებმა თუ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკოსებმა, ბევრი უნდა გააკეთონ ამის საწინააღმდეგოდ, რომ როგორმე ეს სიტუაცია დაასტაბილურონ, - ასე აფასებს აშშ-ის სანქციებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
"ამ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ რიგში მთავრობამ, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ როგორმე ბეწვის ხიდზე გაგვატარონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები. ჩვენ ვერ ვხედავთ პრაქტიკულად, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. მე უფრო პოლიტიკური რყევების გამო მგონია, ერთი კანონი გარდამტეხი ვერ იქნება", - აღნიშნა პაპაშვილმა.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების ძირის გამოთხრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა.
იხილეთ: