საბანკო სისტემა დაიცავს საერთაშორისო სანქციებს | საბანკო ასოციაცია

გამოქვეყნდა:

ამერიკის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომერციული ბანკები დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

"საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელსაც BM.GE ავრცელებს. 

 ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ეს საკითხი მთლიანად ბანკებს ეხებათ და არა მის სამინისტროს და რომ მათ არ აქვთ ბერკეტი კომერციული ბანკების მიმართ.

"ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია, ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული, ფინანსთა სამინისტრო ამ ნაწილში. მე დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც განმარტა, რომ ყველა საქართველოს კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას, შესაბამისად, ჩვენ როგორც ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით, იმიტომ, რომ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში", - თქვა კაკაურიძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი