"მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა" | ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკება შესაძლო გაერთიანებაზე ჯერ დასრულებული არ არის:

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად ჩვენ აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ" აღნიშნა ხაზარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი