ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებები დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში მოხდა. დაიღუპა სამი და დაშავდა ათობით ადამიანი.

მედია წერს, რომ ისრაელმა პორტატიული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება მოახერხა.

პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა შორისაა ლიბანში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი. 

აფეთქებები, სავარაუდოდ, სირიაშიც მოხდა. ჰეზბოლას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, განაცხადა, რომ ეს ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე დიდი ჩავარდნაა.

აფეთქებული მოწყობილობები "ჰეზბოლამ" საკომუნიკაციოდ ბოლო თვეებში შეიძინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი