როგორ იმუშავებს აშშ-ის სანქციები პრაქტიკაში | საზოგადოება თურნავას გადაწყვეტილების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

როგორ იმუშავებს აშშ-ის სანქციები პრაქტიკაში? - საბანკო ასოციაცია ამბობს, რომ ბანკები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილი არიან და ამერიკის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ყოველთვის იცავენ. ბანკების ეს გზავნილი პრემიერ კობახიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადაწყვეტილება მისაღები აქვს. ნათია თურნავას დღეს რომან გოცირიძის სადეპუტატო შეკითხვაც გადაეგზავნა. ოპოზიციონერი განმარტებებს ითხოვს, გასცა თუ არა მითითება ქვეყნის მთავარმა ბანკმა, რომ სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირებს საბანკო ანგარიშები გაუუქმდეთ.

რა ტრანზაქციებს შესრულებას შეძლებენ და რა ანგარიშები გაეყინებათ დასანქცირებულებს, ამაზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თუმცა ფაქტი, რომ "ოცნების" ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებსა და პრო-რუს ექსტრემისტებს ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებისას, დისკომფორტი შეექმნებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი