თრუსოს და გუდაურის გადაცემის მოთხოვნა ბოდიშთან ერთად | ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადების მძიმე შედეგები

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებამ შედეგები უკვე გამოიღო. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თბილისისგან ბოდიშთან ერთად სხვა ტერიტორიებსაც მოითხოვს. ე.წ. ექს-პრეზიდენტი კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს სეპარატისტულ რეჟიმს ხელმძღვანელობდა, პრეტენზიას თრუსოს ხეობასა და გუდაურზე აცხადებს.

არანაკლებ ცინიკური განცხადებით უპასუხეს "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან. განცხადება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საოკუპაციო რეჟიმი ბიძინა ივანიშვილს ამ პოზიციას უწონებს. მათ ბოდიშთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი