"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ ჩატარებული კვლებით დგინდება, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში აგროპროექტებიდან მმართველი პარტიის შემწირველებმა მილიონობით ლარი მიიღეს. საუბარია ღვინის კომპანიებზე, რომლებიც "ოცნების" ბიზნესმენებს ეკუთვნით და ღვინით ოკუპანტ სახელმწიფოს ამარაგებენ.
კვლევის მიხედვით, 2017 წლიდან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სახელმწიფოს აგროპროექტებიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც 74 მილიონი ლარი "ოცნების" შემწირველ კომპანიებზე გადანაწილდა. თავის მხრივ, ამ კომპანიებმა ჯამში მმართველ პარტიას ექვს მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
რთველის სუბსიდირების გარდა, "ოცნების" ფავორიტი ბიზნესმენები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებიდანაც იღებენ.
ავტორები: ია გულიაშვილი, ნანი სისვაძე