რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ცხინვალის ე.წ. მილიციის წინასწარი დაკავებსის იზოლატორშია გადაყვანილი. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაკავებულები 42 და 47 წლის კაცები არიან. რა ვითარებაში აიყვანეს ისინი, ამის შესახებ ინფორმაცია არც ადგილობრივებს აქვთ.