დასავლეთი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში, საქართველოს გვერდით უნდა დადგეს | ნიკა გვარამიას სტატია The Hill-ზე

გამოქვეყნდა:

დასავლეთი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში, საქართველოს გვერდით უნდა დადგეს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Hill. სტატიის ავტორი კი "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაა.

გთავაზობთ სტატიას ქართულ ენაზე:

"სანამ მსოფლიოს დიდი ნაწილის ყურადღება ჯორჯიას შტატში ბრძოლის ველზეა ფოკუსირებული, დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ბრძოლა 6 000 მილის დაშორებით, საქართველოში მიმდინარეობს. 

მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა, განათლებული და ამბიციური ახალგაზრდებით, ჩვენ სტრატეგიულად ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვართ განლაგებული. ჩვენს მიწებზე იმპერიები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. 

დღეისათვის, საქართველო, თავის რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული და პროამერიკული ქვეყანაა. ჩვენი მორალური და ინტელექტუალური კომპასები დასავლეთის წინაშე მტკიცედ დგას. გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი საკუთარ მომავალს დასავლეთის, NATO-სა და ევროპის ნაწილად ხედავს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ საბჭოთა პერიოდის სიბნელე გამოვცადეთ და გავსინჯეთ, როგორი ნაკლულიც არ უნდა იყოს ჩვენი დემოკრატია, თავისუფლების ნაყოფი. 

ტრაგედიაა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, უფრო ბნელი გზა აირჩია. 

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ევროპასა და NATO-სთან დაახლოების მანდატით არჩეული "ქართული ოცნება" კოშმარად გადაიქცა და რუსეთისკენ, მცოცავი ავრორიტარიზმის, სახელმწიფოს მიერ მართული ძალადობისა და პოლიტიკური შევიწროებაში გადაიზარდა. 

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ევროპასა და ნატოსთან დაახლოების მანდატით არჩეული ქართული ოცნება კოშმარად გადაიქცა და რუსეთისკენ, მცოცავი ავტორიტარიზმის, სახელმწიფოს მიერ მართული ძალადობისა და პოლიტიკური შევიწროებისკენ გადაიზარდა.

ყველაზე ცნობილი ნაბიჯი მთავრობის მცდელობა იყო, დაეცვა კანონი "უცხოელი აგენტების შესახებ". კანონი, რომელსაც თავისი პუტინისტური ბუნების გამო "რუსული კანონი" უწოდეს, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის შევიწროების აშკარა მცდელობა იყო. ამან მასობრივი პროტესტი და მსოფლიოს განათლებული დემოკრატიების მხრიდან ფართო დაგმობა გამოიწვია. 

ახლა მთავრობამ ნიღაბი ოფიციალურად მოიხსნა. გასულ თვეში, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავხედურად გამოაცხადა, რომ თუ მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებდა, ისინი ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავდნენ და არსებითად გამოაცხადებდნენ საქართველოს, როგორც ერთპარტიულ სახელმწიფოს და საბჭოთა დროის დაბრუნებას. 

ამჟამინდელ ტრაექტორიაზე, ჩვენ ვდგავართ მომავლის წინაშე, სადაც თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც ჯეფერსონის დემოკრატიას ესწრაფვის, მიიღებს მთავრობას, რომელიც მოსკოვის ან მინსკის მთავრობას უფრო გავს, ვიდრე ვაშინგტონს ან ბრიუსელს. 

ამ ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკურ პატიმრობაში 400 დღეზე მეტის გატარების შემდეგ, ასეთი ავტორიტარიზმის რეალური საფრთხე კარგად მესმის. ჩვენი დამოუკიდებელი მედიაქსელი და ჩემი ღია განცხადებები მმართველი პარტიის რუსეთისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით მათთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. მაგრამ, ჩემი პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაკვეთილია, ჩვენი ერისთვის საფრთხის მანიშნებელია. 

"ქართული ოცნების" კარგად დაფინანსებული წინასაარჩევნო კამპანია ორველისეულს არაფრით ჩამოუვარდება. მასზე გამოსახულია ევროპული დროშა იმ დროს, როცა მყუდროდ არიან რუსეთთან, მისი კანდიდატები საუბრობენ ნათელ მომავალზე მაშინ, როცა შიშის კამპანიას აწარმოებენ. მათი თქმით, ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ბუნდოვანი "გლობალური ომის პარტიის" მხარდაჭერაა. ეს განტევების ვაცის მსგავსი შეთქმულების თეორიები, რა თქმა უნდა, მკითხველისთვის ახალი არ იქნება. მართლაც, ეს ავტორიტარული წესები მთელ მსოფლიოში კარგად იქნა დანერგილი და გამოყენებული. 

მაგრამ ყველაფერი ბნელი და განწირული არაა. 

როგორი ბნელი ხედვაც არ უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას საქართველოსთან დაკავშირებით, ხალხს სულ სხვა გეგმა აქვს. ყველა პატივსაცემი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ოპოზიციას 26 ოქტომბრის არჩევნებში მკაფიო უპირატესობა აქვს. საპროტესტო მოძრაობის სული, რომლის დროსაც ქართველების პატრიოტი, ამაყი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა , ცოცხალია. არსებობს რეალური განცდა, რომ ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ, და რომ ჩვენს ბედზე კონტროლის აღება შეგვიძლია. 

საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ნათელი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, ასევე საარჩევნო კამპანიის პერიოდის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

სულ ახლახანს, ჩემს კოლეგას "კოალიციიდან ცვლილებისთვის", ნიკა მელიას, კამპანიის მიმდინარეობისას ფიზიკურად თავს დაესხნენ. ჩვენი რეგიონული ბილბორდები საშიში შეტყობინებების შემდეგ განაგდგურდა. მაგრამ ამ არჩევნებზე საფრთხეები იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე კამპანიის საფრთხეები და ისინი გრძელდება საარჩევნო ყუთამდე და მათ მიღმაც. 

ქართველებს სჯერათ, რომ ცვლილება ახლოსაა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრს ეშინია, რომ ამ არჩევნებს მოიპარავენ, რომ ეს შეუცვლელი ფაქტია. 

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და მსოფლიოს სხვა თავისუფლებისმოყვარე დემოკრატიებსმ ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს გვერდით დადგნენ. დაგვეხმარეთ ხმების დაცვაში, დაგვეხმარეთ ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი, თავისუფალი, ევროპული მომავლის გარანტიაში, რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებასა და ვლადიმერ პუტინისა და მისი ავტორიტარული მოკავშირეების მორიგი დამარცხებით", - წერია სტატიაში.

სტატიის დასასრულს, გამოცემა წერს: "ნიკა გვარამია, რომელმაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ციხეში 400 დღეზე მეტი გაატარა, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "კოალიცია ცვლილებისთვის" სახელით მიიღებს. 2023 წლის ივნისში, გათავისუფლების შემდეგ, მას CPJ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი