რუსეთის ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევა იყო, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცის ადმინისტრაციამ, სადაც საბრძოლო მასალის საწყობი იწვის და აფეთქება იყო დრონებით თავდასხმის შემდეგ,განაცხადა, რომ რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. დვინაში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა.

"ძვირფასო ტოროპეცელებო. ქალაქში ნაწილობრივ ორგანიზებული ევაკუაცია მიმდინარეობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაიონის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, საერთო უსაფრთხოების მიზნით, არ გამოაქვეყნონ კადრები უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან!" - ნათქვამია ტოროპეცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციაში ასევე იუწყებიან, რომ ტოროპეცში მცხოვრებთათვის სატელეფონო ცხელი ხაზი გაიხსნა.

ტოროპეტში მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დასავლეთ დვინა - პატარა ქალაქია 35 კმ-ით დაშორებული ტოროპეტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი