
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ თქვა, 60 წლის პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს სხვა 3 პაცინეტთან ერთად. ოთხივეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი.