ქართული ოპოზიციური პოლიტიკის ისევ "ვინ ვისთან" კვაზიმათემატიკურ მოდუსში და სეისმურად აქტიურ ზონაში გადაყვანა მძიმე შეცდომაა და ივანიშვილის გარდა არავის აწყობს | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რომ ქართული ოპოზიციური პოლიტიკის "ისევ "ვინ ვისთან" კვაზიმათემატიკურ მოდუსში და სეისმურად აქტიურ ზონაში გადაყვანა" მძიმე შეცდომაა და ბიძინა ივანიშვილის გარდა არავის არ აწყობს.

"ქართული ოპოზიციური პოლიტიკის ისევ “ვინ ვისთან” კვაზიმათემატიკურ მოდუსში და სეისმურად აქტიურ ზონაში გადაყვანა ძალიან მძიმე შეცდომაა და ივანიშვილის გარდა არავის არ აწყობს. ამასთან, ამომრჩევლისთვის ყველაზე გულისამრევი თემაა და ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაზე უსარგებლო და ფუჭი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში უსარგებლო უდრის დამაზიანებელს, კონტრავერსიული უდრის დივერსიულს.

"დროშები ჩქარას" ნაცვლად "სიები ჩქარა" ვერასდროს ვერ იქნება ვერც პრაგმატული, ვერც პატრიოტული და მორალთანაც ყოველთვის კონფლიქტში იქნება.

თავის გზას ყველა თავად ირჩევს, მაგრამ პასუხსაც თავად აგებს საკუთარ არჩევანზე", - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი