აშშ-ს "შემხვედრი ნაბიჯებით" კობახიძის შემდეგ, მიქანაძე ემუქრება

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" მათივე პრემიერის განცხადებას იზიარებენ და აშშ-სთან მიმართებაში, "შემხვედრი ნაბიჯების" გადადგმაზე საუბრობენ. 

"იმ შემთხვევაში, თუკი ეს რიტორიკა, ეს პოზიციები და ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები გაგრძელდება, ჩვენ გუნდში გვექნება მსჯელობა, თუ რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება ჩვენი მხრიდან გადაიდგას" ამბობს "ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, გდდ-ის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე ალტ-ინფოელების დასანქცირების შემდეგ, გუშინ, 16 სექტემბერს პრემიერი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა და აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე "კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. "
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი