საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია და ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გააკეთა პრემიერმა, არ ეხმარება ქართველ ხალხს | დანიგანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი პრემიერ კობახიძის მუქარასა და შანტაჟს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და დეზინფორმაცია არ ეხმარება ქართველ ხალხს: 

"ძალიან მოკლედ ვიტყვი- საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო  იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო." განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, გდდ-ის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე ალტ-ინფოელების დასანქცირების შემდეგ, გუშინ, 16 სექტემბერს პრემიერი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა და აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე "კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. "
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი