COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 60 წლის ქალია - მარინა ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 60 წლის ქალია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი თანმხლები დაავადებებით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 695;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 494;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 20;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი