"მთავარის" წყარო: ციხის ბუნტის დროს გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა | რას ამბობენ დღეს ის და მაშინდელი მინისტრი ქავთარაძე?

გამოქვეყნდა:

"მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გივი მიქანაძე 2006 წლის ციხის ბუნტის დროს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. "მთავარს" სანდო წყარო უყვება, რომ 27 მარტს, როცა ორთაჭალის მე-5 საპყრობილეში პატიმრები აჯანყდნენ, იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე შვებულებაში იმყოფებოდა და მის მოვალეობას მისი მოადგილე, გივი მიქანაძე ასრულებდა. 

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებდა, რომ  ბუნტის დროს ის იყო მივლინებაში იყო და მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად იხსნიდა.

მიქანაძე იგივეს ამბობს დღესაც და ამტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეატყობინეს. კადრები კი სადაც ჩანს, როგორ შედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისივე თქმით, სწორედ ბუნტის დამთავრების მერეა გადაღებული: 

"მე ვიყავი მივლინებაში...არა საზღვარგარეთ არ ვიმყოფებოდი.
ეგ უკვე არის [კადრები] როდესაც ბუნტი დამთავრებული იყო.
ბუნტი დაიწყო წინა დღეს, იმ დღეს მე ვიყავი მივლინებაში, მე დავბრუნდი გვიან ღამით და დილის 4-5 საათზე დამირეკეს, რომ მოხდა ბუნტი, გამაღვიძეს. ბუნტი რომ დასრულდა მერე გამაგებინეს და მე როდესაც მივედი დეპარტამენტში, ბუნტი დასრულებული იყო  და შესაბამისად, მე იქ ფიზიკურად არ ვიყავი...მე რომ ვიყავი მივლინებაში, ეს არის მინისტრის ბრძანებით დადგენილი და დაზუსტებით  შემიძლია გითხრათ. - ამბობს მიქანაძე "მთავარ არხთან".

ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ამბობს, რომ იუსტიციის მაშინდელი მინისტრი გია ქავთარაძე, "მგონი აქ იყო". 

დეტალები არ ახსოვს [როგორც თავად ამბობს], არც გია ქავთარაძეს, თუმცა ისიც ამბობს, რომ ბუნტის დღეს შვებულებაში, გუდაურში იყო და ადასტურებს, რომ მიქანაძე მისი მოადგილე იყო:  

"თუ სწორად მახსოვს, მე ვიყავი მაშინ გუდაურში შვებულებაში. მეუღლის დაბადების დღე იყო. 
არ მახსოვს [ვინ ასრულებდა მოვალეობას]
კი იყო ჩემი მოადგილე [გივი მიქანაძე] ... რა მემახსოვრება მაშინდელი ამბები [იყო თუ არა მივლინებაში მიქანაძე] " უთხრა "მთავარ არხს" იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, გია ქავთარაძემ. 

შეგახსენებთ, ციხის ბუნტის საქმეზე გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება რამდენიმე დღის წინ, გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" მოითხოვა. პარტიაში ამბობენ, რომ უნდა დადგინდეს, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი მიქანაძეს 2006 წლის მოვლენებში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი