"საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!" | 19 სექტემბერს პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია ხვალ, 19 სექტემბერს პარლამენტთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია დაფიონი ავრცელებს.

"საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით...
დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა.

"მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!"
19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან. 
დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!" - ნათქვამია განცხადებაში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი