სანქციების გლობალური მასშტაბი | რას ნიშნავს და რა აკრძალვებს გულისხმობს მაგნიტსკის აქტი

გამოქვეყნდა:

სანქციების დაწესება მაგნიტსკის სიაზე დაყრდნობით მოხდა. ადამიანის უფლებების დარღვევის მთავარი აქტია - და მას აშშს-თან ერთად დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირიც აღიარებს. 

იურისტი და აუდიტორი სერგეი მაგნიცკი  მოსკოვში 2008 წლის შემოდგომაზე დააკავეს. ოფიციალურად მას გადასახადებისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი, თუმცა მისი უფლებადამცველები დღესაც ამტკიცებენ რომ იურისტ მაგნიცკის დაპატიმრების რეალური მოტივი მისი აქტივობის გამო ხელისუფლების შურისძიება იყო.

მაგნიტსკის კანონი ადგენს ძალიან მარტივ პრინციპს, რომ უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში და კორუფციაში მათ ქვეყნებში, აღარ აქვთ უფლება მიიღონ ვიზა, ისარგებლონ ფინანსური და საბანკო სისტემით და ფლობდნენ აქტივებს ქვეყანაში, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ბორის ნემცოვმა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა შეერთებულ შტატებში მაგნიტსკის კანონის მიღებაში, მას უწოდა ყველაზე პრორუსული კანონი, რომელიც ოდესმე მიღებულ იქნა საზღვარგარეთ, რადგან ეს არის კანონი, რომელიც მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს უფლებებს, იპარავს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი გადასახადის გადამხდელების ფულს. 

ცნობისთვის, 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მაგნიტსკის გლობალური აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა. ეს კანონი აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს უფლებას სანქციები დააკისროს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს მთელს მსოფლიოში. სანქციები როგორც სავიზო შეზღუდვებს ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს. კანონი საშუალებას მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას სანქციების მთლიანად ქვეყნებზე დაკისრების ნაცვლად, კონკრეტული დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი