"მიტინგების დარბევისას გამოვლინდა, ერთ- ერთი ზონდერი იყო...კესარია ქვეყნიდან წავიდა, რომ დაბრუნდა იმან არ მოისვენა" | კესარია აბრამიძის მეგობარი

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის მეგობარი, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ჯაიანის შესახებ საუბრობს და იმ ფაქტებს იხსენებს, რასაც მკვლელობამდე ჰქონდა ადგილი:  

"ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ- ერთი ზონდერი თუ რა ჯანდაბა ქვია, იყო ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა. ეს რომ დაინახა გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული მეგობართანაც იყო წასული. მერე რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარ...
რომ ვნახე ეს "სთორი" , [კესარიას სოციალურ ქსელში]  დავუკავშირე ამ შემთხვევას იმიტომ, რომ ეს ტიპი - თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი რაღაცა...ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო" ამბობს იაკობ მამულია "მთავარ არხთან"

შეგახსენებთ, მკვლელობა დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში 18 სექტემბრის საღამოს მოხდა.  დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი. გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

"მთავარმა" სავარაუდო დამნაშავის კადრები მოიპოვა, რომელიც აბრამიძის საცხოვრებელ სადარბაზოშია გადაღებული და ჩანს,  რომ ჯაიანი აბრამიძის სახლში საღამოს 7 საათისთვის მივიდა. ჩანაწერების მიხედვით, ის კორპუსში 18:55 საათზე შევიდა, 19:09 საათზე ის კიბით ჩამორბის და ტოვებს საცხოვრებელ კორპუსს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი