განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 2 ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 2 ჯარისკაცს დაუდასტურდა. მათ ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ზუგდიდში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდათ.

ამ დროისათვის ინფიცირებულების კონტაქტები და თანამშრომლები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან - 200-მდე ადამიანი კარანტინში არიან გადაყვანილები

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. გარდაიცვალა მე-20 პაციენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი