საშინელი მესიჯი იყო, ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია | იუკნევიჩიენე ივანიშვილის ბოდიშზე

გამოქვეყნდა:

"საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ არ უნდა მიკვირდეს არაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მაგრამ მაინც შოკირებული ვიყავი გორში მის მიერ გაკეთებული განცხადებით. შოკირებული იყო ბევრი ჩემი კოლეგა. საშინელი მესიჯი იყო და ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია. ეს არის კრემლის დამოკიდებულება და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ყველა აკვირდება მოვლენებს და ნათელია, რომ მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილი კრემლის მარიონეტია".

ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "მთავარ არხთან" საუბრისას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი