გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა | ქვეყანა Leopard 1 A5-ის ტიპის 22 ტანკს მიიღებს

გამოქვეყნდა:

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

უკრაინა Leopard 1 A5-ის ტიპის 22 ტანკს, 155 მილიმეტრის კალიბრის 60 ათასზე მეტ ჭურვს, Bandvagn 206-ის ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას, მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს, GEPARD-ის სამ საზენიტო დანადგარს, 10 ტყვიამფრქვევს, ათობით სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, ექვს გამნაღმველ მანქანას, 100-ზე მეტ ავტომობილს, მათ შორის სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებსა და ყველგანმავლებს და სხვა სამხედრო ტექნიკას მიიღებს.

ამასთან, გერმანიის მთავრობამ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების სამკურნალოდ დამატებით 50 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებაც განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი