"დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენება არ მიუცია" | ჯაიანის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. სალომე არდოტელმა ჯაიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

"გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება", - განაცხადა არდოტელმა.

ჯაიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. პროცედურა ხვალ შედგება და სასამართლოც სავარაუდოდ მის აღკვეთზე ხვალ იმსჯელებს.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი