კესარია აბრამიძეს 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული | ბრალდებული ჯაიანი ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. მოკლული სარიტუალო დარბაზშია გადასვენებული. მას დანით 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაკავებულთან დროებითი მოთავსების იზოლატორში საზოგადოებრივი ადვოკატი, სალომე არდოტელი ცოტა ხნის წინ შევიდა. უფლებადამცველი ამ ეტაპზე არ იცნობს ჯაიანის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს. ამ დროისათვის უცნობია ბრალდებულის პოზიციაც.

შეგახსენებთ, გენდერული ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო აბრამიძის მეგობარი მამაკაცი, 27 წლის ბექა ჯაიანია დაკავებული. მას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. 

სადარბაზოში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებული აბრამიძესთან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის სადარბაზოს ნაჩქარევად ტოვებს. ჯაიანი მოგვიანებით ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს. 

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი