ОДКБ საფრთხეს უქმნის სომხეთის შემდგომ არსებობას და სახელმწიფოებრიობას | ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

"ОДКБ საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, მის შემდგომ არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას." როგორც armenpress-ი იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 სექტემბერს სომეხთა მსოფლიო სამიტზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ამ სტრუქტურაში თავისი წევრობა გაყინული აქვს.

"ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა ОДКБ-ში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის მიმართ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ОДКБ საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, მის მომავალ არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ ვხედავთ უამრავ დისკუსიას იმ საკითხზე, ცდილობს თუ არა სომხეთი ОДКБ -ში დაბრუნებას? ჩვენ სრულად აღვადგენთ ჩვენს საქმიანობას ОДКБ -ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი იქნება გაცემული. უკვე ორი წელი გავიდა, რაც ჩვენ გამოვყავით ჩვენი აქცენტები და პასუხები არ გაჟღერებულა, უკვე აშკარაა, რომ არც გაჟღერდება. სანამ ეს პასუხები არ გაჟღერდება, სომხეთი ყოველ წამს უფრო და უფრო შორდება ОДКБ-ს. ავიაციაში არის ფრაზა "შეუქცევადი წერტილი". თუ ეს წერტილი ჯერ არ გადაგვილახავს, დიდია ალბათობა იმისა, რომ თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, ამ წერტილს გადავლახავთ. არავის ექნება ლეგიტიმური მიზეზი ან საფუძველი, რომ დაგვადანაშაულოს ამაში," - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი