"გავერთიანდეთ - რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით" | მიხეილ სააკაშვილი "კოალიციას ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

"გავერთიანდეთ - რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით", - მიხეილ სააკაშვილმა "კოალიციას ცვლილებისთვის" გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

"ჩემი ინიციატივა იყო თავიდან ყველანი ერთად გავერთიანებულიყავით, ნუ ეს არ გამოდის, მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას ახლების მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ, პარალელურად იმისა, რომ ისინი ერთიანდებიან. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. "ნაციონალური მოძრაობა" ყველა შემთხვევაში ამ არჩევნებში გავა პირველ ადგილზე, საერთოდ ეჭვი არ მეპარება ამაში, იმიტომ რომ ხალხმა ყველაფერი გადააფასა და ეს არის ახალი "ნაციონალური მოძრაობა", ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ენერგიებით", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ამ შეთავაზებას "კოალიცია ცვლილებიდან" გიორგი კირთაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" უპასუხა:

"რწმენა და იმედი უნდა გავაჩინოთ იმისი, რომ ყველა განსხვავების მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, არ არის აუცილებელი, ხშირ შემთხვევაში, ყველაფერში გაერთიანება, მთავარია და მნიშვნელოვანია, რომ ხმა არ დაიკარგოს ოპოზიციური, ამ მსხვილმა ბლოკებმა შეძლონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, რათა გადაულახავი ხმები ყველამ კარგად იცის, რომ "ქართული ოცნების" წისქვილს როგორ ასხამს წყალს, და შემდეგ კოალიციურ მთავრობაში რა თქმა უნდა ყველანი შევძლებთ ერთმანეთთან თანამშრომლობას, - ამბობს გიორგი კირთაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი