ისრაელის უშიშროების ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა

გამოქვეყნდა:

ისრაელში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ქვეყნის უშიშროებაში აცხადებენ

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ორჯერ იყო უკანონოდ გადასული ირანში და დავალების შესასრულებლად შესაბამისი თანხაც მიიღო. 

უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი გასულ თვეში დააკავეს და მის სამიზნეებს შორის, გარდა პრემიერისა, იყვნენ თავდაცვის მინისტრი და უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი. ბრალდებულის ვინაობა არ სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი