ძლიერმა შტორმმა იტალიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია | რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ძლიერმა შტორმმა იტალიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აპენინების ჩრდილოეთით მდებარე რეგიონ ემილია-რომანიაში დღეს ყველა სკოლა დახურულია. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ მგზავრობისგან და შესაძლებლობის ფარგლებში, სახლიდან იმუშაონ. 

ბოლო დღეებში ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობაა ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი