ზუგდიდში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ზუგდიდში თავს დაესხნენ. შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე მოხდა, სადაც პარტიის წევრები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ. ცნობილი ხდება, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრ ანა წითლიძესაც, ასევე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს.

როგორც ანა წითლიძე ამბობს, სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი მივიდა მათთან სცადა მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

"მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე "ქართული ოცნების" წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც. მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუს-ის აგენტი, ოცლარიანი, წინა წლებშიც მონაწილეობდა ასე ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ასეთი პროვოკაციებისთვის. და რეალურად ეს არის, რაც მოაწყეს. ეს არის ის რაც შეუძლიათ მოაწყონ - დაპირისპირება, მუქარა დარტყმა... ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - ამბობს წითლიძე.

ავტორი: ემა გოგოხია

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი