თავდასხმა ზუგდიდში ენმ-ს წევრებზე | თინა ბოკუჩავამ მონაწილე პირები დაასახელა

გამოქვეყნდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის წევრ ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და მასში მონაწილე პირები დაასახელა.

"თავდასხმაში მონაწილეობდა "ქართული ოცნების" თანამშრომელი თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც გამოირჩეოდა აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ და მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში. მითითებებს იძლეოდნენ "ქართული ოცნების" წევრი გია სალია, "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

მისი თქმით, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე "ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. 

"12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას - მათ შორის ქალებს - ფიზიკურად უსწორდება - უკვე დამარცხებულია. ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი