მნიშვნელოვანია, არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, არ იყოს ძალადობა | ჰერჩინსკი ISFED-ის გუნდს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი "სამართლიანი არჩევნების" ოფისს ეწვია. ელჩი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს და ISFED-ის გუნდის წევრებს შეხვდა.

პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და "სამართლიანი არჩევნების", როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის როლზე საარჩევნო პროცესებში.

შეხვედრის ბოლოს, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ორგანიზაციის მიმართ. მან ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით კი მთავრობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ასევე კონკურენტული და ინკლუზიური, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არ იყოს ძალადობა. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და განსაკუთრებით მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად. ევროკავშირი მხარს უჭერს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და განსაკუთრებით მათ, ვინც აკვირდება არჩევნებს და უზრუნველყოფს, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება ახალი მთავრობა და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ეს ახალი მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე", - თქვა ჰერჩინსკიმ.

 

 

 

 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი