სტომატოლოგების აქცია კანცელარიასთან | მედიკოსები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

სტომატოლოგების აქცია გაიმართა კანცელარიასთან. ისინი მთავრობის დადგენილებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან ყველა სტომატოლოგი ვალდებული ხდება დამატებითი კურსები და ტრენინგები გაიარონ, რაც მედიკოსების თქმით, დიდ ხარჯთანაა კავშირში, ასევე საჭირო იქნება 20 უპგ ქულა დააგროვონ კანონით დადგენილ ვადაში.

 ერთი კურსის გავლა სტომატოლოგს 750 ლარი დაუჯდება და სრული კურსი, როგორც ისინი ამბობენ, ათასობით ლართან არის დაკავშირებული.  ექიმები რომ, შესაძლოა სტომატოლოგიური მომსახურებაც გაძვირდეს. 

"ვაპროტესტებთ დადგენილებას, რომელიც მოითხოვს 1 იანვრამდე სტომატოლოგებისთვის 20 უპგ ქულის შეგროვებას, ძალიან მოკლე ვადაა და თითოეულ ქულაზე არაადეკვატური ფასია გადასახდელი, იმიტომ, რომ მასტერკლასი ან ლექცია-მასტერკლასი ერთად, სავარაუდოდ, ჯდება 2 000 ლარი. ძალიან მოკლე ვადაა, ამ ქულებს ვერ დავაგროვებთ სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მოკლე დროა... დროც რომ გვქონდეს ფასის დარეგულირება მაინც უნდა მოხდეს", - ყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

იმ შემთხვევაში, თუ სტომატოლოგები მთავრობის დადგენილებას არ დაემორჩილებიან ან ლიცენზიას ჩამოართმევენ, ან დააჯარიმებენ. კანცელარიასთან მისვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა, ამბობენ, რომ უწყებიდან არავინ დაკავშირებით. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი