გიორგი გახარია მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს

გამოქვეყნდა:

დაუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას პარტია "საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" და აქვს თუ არა პერსპექტივა ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანებას. აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადება პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მან მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის 3 პრინციპი დაასახელა. პარტია საქართველოსთვის ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.

"ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველი მიზნისთვის აუცილებელ პირობებს  და საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი საკითხებით:

ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის

გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი

კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან

მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გააძლიერა შესაძლებლობა ჩვენი მომავალში თანამშრომლობის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოწვიოს.ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც ნიშნავს ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვას და პოლარიზაციის  დასრულებას, ჩვენ ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად მივაღწევთ." - აღნიშნა გახარიამ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი