უკრაინის "გამარჯვების გეგმა" დამოკიდებულია მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზე | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ რუსეთის წინააღმდეგ ომში, დამოკიდებულია მოკავშირეების მიერ მიმდინარე წელს მიღებულ სწრაფ გადაწყვეტილებებზე- განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განიხილავს "გამარჯვების გეგმას".

„გეგმის გადაწყვეტილებების უმეტესობა მასზე (ბაიდენზეა) დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებზეც, მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც შეერთებული შტატების კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მთელი გეგმა დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზე. გეგმა ეფუძნება გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ოქტომბრიდან დეკემბრამდე და ეს პროცესები არ უნდა გადაიდოს“, - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კიევის მიერ შემუშავებული "გამარჯვების გეგმის" დეტალები ჯერ საჯაროდ არ გამჟღავნებულა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი